ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს
ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს.
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ვეტერანი მისაკ ავეტისიანი, ვართან გუკასიანი და სააკ მიქაელიანი ხელმძღვანელმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს. მათ მერიის საჩუქრები და პრემიერის მისალოცი ბარათები პირადად გადასცეს.
ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწიათ. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 500 ლარით დასაჩუქრდნენ.