ყვარელში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ზურაბ ნემსაძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.