ზესტაფონის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადასცა

ზესტაფონის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადასცა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინები მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების – ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტებთან მიიტანეს. ყვავილებით შეამკეს ასევე, ომის მონაწილეთა საფლავები.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებიდან, მუნიციპალიტეტში დღეს 3 ვეტერანია დარჩენილი. მერიამ  მათ ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარი გადასცა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს: გაიოზ გელაშვილს, შალვა წულუკიძეს და ალექსანდრე ბუსკივაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით,   ფულადი ჯილდო და საჩუქრები, მერის მოადგილემ, მალხაზ შერგელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები