თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. თარიღთან დაკავშირებით დღესვე მერია ვეტერანებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.
თელავის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 12 209 მოქალაქე გაიწვიეს, მათგან ბრძოლის ველზე 4 175 დაიღუპა.