სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანს 100 წლის, ალექსანდრა ჯულუხიძეს ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი პირადად მიულოცა.

ომის ვეტერანებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, პრემიერის  მისალოცი ბარათი გადასცა. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ომის ვეტერანს ამანათთან ერთად, 1000 ლარი, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1000 ლარი გადაეცა.

დავით ბახტაძემ, ომის მონაწილეს მადლობა გადაუხადა შეუფასებელი ღვაწლისთვის,  ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი იბრძოდა, 300 000 მეტი ბრძოლის ველიდან სამშობლოში ვერ დაბრუნდა. ქართველმა ერმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვების მოპოვებაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები