ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუამ,  მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა  კახა შელიამ  და ქალაქ ჩხოროწყუში მერის წარმომადგენელმა ნონა პაპავამ  ომში დაღუპულთა ობელისკი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს  მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები