სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
2022 წლისთვის, სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, დაგეგმილია 150-ზე მეტი ფერდსამაგრი კედლის მოწყობა.
აღნიშნული სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მუნიციპალიტეტის სოფლებში, გასულ წელსაც განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ფერდსამაგრი კედელი, ჯამში, 113 ოჯახთან მოეწყო.