დავით ბახტაძე: სამუშაოების შედეგად სოფლის გზისთვის, კომუნიკაციებისა და მიმდებარე ოჯახისთვის შექმნილი საფრთხე აღმოიფხვრება

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გომნატეხებში, დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზის დამცავი საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზიანებული საავტომობილო გზის დამცავი კედელი, საფრთხეს უქმნიდა სოფლის გზას, მეგენეიშვილების ოჯახს, წყლისა და გაზის მაგისტრალებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ გოგია გაეცნო.

“სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სოფლის გზისთვის, კომუნიკაციებისა და მიმდებარე ოჯახისთვის შექმნილი საფრთხე აღმოიფხვრება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თედო+როლი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები