მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან და მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის დარბაზში შეხვდა.
მერმა შეხვედრაზე მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ და მათი მოგვარება პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მერმა შეხვედრის დაწყებამდე 8 აგვისტოს ომში დაღუპული გელა ჭედიას მემორიალი ყვავილებით შეამკო, ასევე სოფელში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მერმა გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა. სკოლის მოსწავლეები შეკრებილი საზოგადოების წინაშე ლიტერატურული კომპოზიციით წარდგნენ.
თორნიკე ჯანაშიამ სკოლის წარმატებულ პედაგოგებს და მოსწავლეებს, კულტურულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.