ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. გარდაიცვალა 22 წლის ახალგაზრდა კაცი.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, სოფელ ხაიშის მონაკვეთთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ცხედარი მაშველებმა ხევიდან უკვე ამოასვენეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაგაცნობთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები