გორში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023-ის” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები იწყება
გორში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ -ის ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრების მიზანია, პროგრამისა და მისი განხორციელების ეტაპების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
2023 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილი 28 ზონად.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2021 წლებში 200-მდე პროექტი განხორციელდა. 2022 წელს იგეგმება 45 პროექტის განხორციელება.
იხილეთ, საინფორმაციო შეხვედრების გრაფიკი და სააპლიკაციო ფორმა.
შევსებული აპლიკაციის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5), ასევე ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე – samokalakobiujet.gori@gmail.com