მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს უკავშირდება. მიღებაზე, ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს და ხელმძღვანელ პირებს იდეები გაუზიარეს.

შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს. მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმართება. მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიოქიის N7.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები