ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატედან ქაქუთამდე, ახალი, გარე განათების სისტემა მოეწყო. 12-კილომეტრიან მონაკვეთზე ლედგანათების სისტემა დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, ქობულეთი-ოზურგეთის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე, სრულად არის მოწყობილი გარე განათების სისტემა.
“ბოლო წლებია მერია აქტიურად ახორციელებს გარე განათების მონტაჟს როგორც ცენტრალურ გზებზე, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით. გარე განათების მონტაჟი უკვე თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდეა მოწყობილი. გარდა ამისა განათების მონტაჟი დაწყებულია შიდა სასოფლო გზებზეც”, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში.