თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ვიცე მერთან დევი დევიძესთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ადგილზე პირადად დაათვალიერა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდინარე სამუშაოები.
სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება სამუზეუმო ინვენტარი, საგამოფენო სივრცეები, ფონდსაცავი, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციული ოთახები.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება, სამუშაოებს ახორციელებს კომპანია შპს ,,ბალავარი” პროექტის ღირებულება შეადგენს 122 317 ლარს.