მწერალ ზურაბ გორგილაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა
5 მაისი ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა. მწერალს 85 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გვაქვს. აჭარის განათლების სამინისტრო ზურაბ გორგილაძის წიგნს გამოსცემს. სამინისტრო ასევე სკოლებში აქტივობებს დაგეგმავს, რათა ახალგაზრდები ეზიარონ მწერლის შემოქმედებას, მისი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით.
ზურაბ გორგილაძე 1937 წელს, სოფელ გორგაძეებში დაიბადა. იგი იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.
პოეტის იუბილეზე, მის საფლავთან ოჯახის წევრები, მთავრობის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და დეპუტატები შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დიდ ქართველ მოღვაწეს.