თელავში 3 ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი მოეწყობა 

თელავში, თამარის ქუჩაზე (სამხედრო ქალაქის ტერიტორია), ასევე მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – რუისპირსა და ართანაში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 000 ლარით დაფინანსდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის  ლევან ანდრიაშვილის ინფორმაციით,  სპორტული ცხოვრების განვითარება და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ  პრიორიტეტს  წარმოადგენს.

,,ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე, რათა ხელი შევუწყოთ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ ეტაპზე თელავის მუნიციპალიტეტში, სამ ლოკაციაზე სრულდება ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების მოწყობა.  თუმცა, სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ,, – აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

მინი მოედნების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პარამეტრი,, ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები