საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად ხორციელდება და სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 157 ათას ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა, არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გია ჩაბალუხა გაეცნენ.

“პროექტის შესაბამისად 3 – კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.

გზის საფარი ამორტიზირებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სამუშაოები პერიოდში დასრულდება და გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები