გურჯაანში, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხეში მდებარე პურის საცხობში მიცვალებული დღეს დილით ნახეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.
“კვირა” მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.