სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ტოლების ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში, კერძოდ ბეგეს უბანში.
,,მრავალი წელი გზა მოუწესრიგებელი იყო, ამჟამად საშვილიშვილო საქმე კეთდება,” – ამბობს ადგილობრივი მერი ნინუა.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტერის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილე ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
“ადმინისტრაციული ცენტრიდან მოცილებულ სოფლებში კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა თვითმმართველობისთვის პრიორიტეტულია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად გაგრძელდება”, – თქვა დავით ბახტაძემ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ლატექსი” ასრულებს.