ონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან, ერთად, სოფელ ზუდალი-სევის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფელ  ზუდალი-სევის საავტომობილო გზის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს (აბაიშვილების უბნამდე) მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსწორების და დაპროფილების სამუშაოები. ასევე, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10” ასრულებს. პროექტის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 371 335 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები