ხობში, სოფელ გურიფულში სტადიონი აშენდა
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.
მჯუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის შესაბამისად, დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათება, მოეწყო ღობე და სკამები. სტადიონის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 000 ლარი დაიხარჯა.
სოფელში მოწყობილი სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.