უბედური შემთხვევა თელავში – ავტომობილი გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს.
ბავშვი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.