“ქუთაისობა 2022” -ის ფარგლებში, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
“ქუთაისობა 2022” -ის ფარგლებში,
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტში, რომელიც წარმოადგინა XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალმა,
მონაწილეობდნენ:
ნიკა ნიკვაშვილი( პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი, შემსრულებელი), ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ირინე ლომინაძე (ქორმაისტერი), ელეონორა გოგოლაშვილი( ვოკალი), ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში გაიმართა ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით მოეწყო და მიეძღვნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის 30 წელს.
სასტუმრო “ბაგრატი1003”-ში , მანანა მენაბდესა და ნიკა წულუკიძესთან ერთად, ქალაქური სიმღერის კონცერტით დასრულდა “გვირილობის” აღნიშვნა.