საგარეჯოს მერი: ბოლო პერიოდში რამდენიმე საბავშვო ბაღის შენობა გავარემონტეთ და ამ მიმართულებით კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებისთვის ახალი სათამაშოებისა და ბავშვების შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა განხორციელდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან და ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, აღსაზრდელებს სათამაშოები პირადად გადასცა და საჭიროებების გამოვლენის მიზნით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლებს გაესაუბრა.

“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბავშვებს შევუქმნათ ისეთი სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე, სადაც იქნება ჯანსაღი და სასკოლო მზაობისთვის საჭირო უნარების განსავითარებელი გარემო.  ეს სათამაშოები და შემეცნებითი ნივთები ამ მიზნით შეირჩა. ჩვენ ბოლო პერიოდში რამდენიმე საბავშვო ბაღის შენობა გავარემონტეთ და ამ მიმართულებით კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები