ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ,,ლანჩხუთი 2022″ დაიწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რესპუბლიკური ტურნირი ჭადრაკში ,,ლანჩხუთი 2022″ დაიწყო.
მასში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6-დან 12 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი მოჭადრაკე.
ტურნირი, რომლის მხარდამჭერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, დღეს საზეიმოდ ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
პროექტის მიზანია ჭადრაკის განვითარება და პოპულარიზაცია.
სიმბოლურად, ტურნირის პირველი სვლა ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.