ვანში, საცხოვრებელ სახლში ათობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს

ვანის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სახლში, სადაც ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს, ათეულობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს.

ვანის მერის ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან სპეციალური ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

“ოჯახში ორი მცირეწლოვანია. გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული. ოჯახის წევრებს ღამით სისინი ესმოდათ. ხუთი კაცი მუშაობს ადგილზე. როდესაც მოგვმართა ოჯახმა, სარეზერვო ფონდიდან სასწრაფოდ გამოვყავით თანხა და დავეხმარეთ. სახლი გალესილი არ არის და როგორც ჩანს, ამიტომ შეძვრნენ გველები შიგნით. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ოჯახს სახლის მოწესრიგებაშიც დავეხმარებით”, – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები