აბაშის სოფლებში 15 კილომეტრზე ახალი გზა იგება

DCIM102MEDIADJI_0673.JPG

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან და აბაშის მერთან ერთად სოფელ ზანათში გაეცნო.

გზის არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა.

ახალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სოფელ ძიგურის გავლით სოფელ ზანათს დააკავშირებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები