ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება აქტიურად მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, კომპეტენციის ფარგლებში, იანვრიდან დღემდე ხუთასზე მეტ მოქალაქეს უმასპინძლა.

საკითხები, რომლებსაც მოქალაქეები მერთან შეხვედრისას განიხილავენ, ძირითადად სოციალურ სფეროს,  ჯანდაცვასა და სამკურნალო ხარჯების ანაზღაურებას უკავშირდება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ეხება სოფლის მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბიზნესის რეგისტრაციას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებას.

ასევე, იმატა საჯარო ინფორმაციის მიღების მსურველთა რიცხვმა.

„საჯარო სექტორის ეფექტიან მმართველობას, პირველ რიგში, ორმხრივი კომუნიკაცია განაპირობებს. მიხარია, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები მერიის სამუშაო პროცესის წარმართვაში. მოადგილეებთან ერთად, ყოველდღიურად ვისმენ მათ საჭიროებებს. ვცდილობ, მყისიერი რეაგირება მოვახდინო და ნებისმიერი საკითხი მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდეს”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მერთან შეხვედრა წინასწარ შეთანხმების გარეშე,

ორშაბათის გარდა, ყოველ სამუშაო დღეს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები