თორნიკე რიჟვაძემ ​ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა.

ახალშენის საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღის აშენებამდე, ფუნქციონირებდა მხოლოდ ქვედა ახალშენის ბაღი, რომელიც დროებით სკოლის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო ზედა ახალშენის ბაღი შეუსაბამო პირობების გამო დაკეტილი იყო.

ახალი ბაღის გახსნის შემდეგ ყველა აღსაზრდელი ახალშენის ახალ აშენებულ ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღის ეზოში განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე და მინი სპორტული მოედანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები