ონის მერი კახაბერის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესს გაეცნო
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, ქალაქ ონში კახაბერის ქუჩაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა – რეაბილიტაციის სამუშაოების მე-4 ეტაპი მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება კახაბერის ქუჩას, კეთდება: ღობეები, საფეხმავლო ბილიკები, ლამპიონები, ასევე დამონტაჟდება დეკორატიული განათება, მოეწყობა გამწვანების ზოლი, პროექტი პარალელური ქუჩების მიერთებებსაც მოიცავს.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს ,,იერი” ასრულებს.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 844 209 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.