“იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ” – წაჩხურუს ტაძარში ხმაური იყო

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით, – ასე მოიხსენია მეუფე სტეფანემ განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებიც მას მარტვილის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში პროტესტით დახვდნენ და იუდას ძახილით ხურდები შეაყარეს.

„განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს. არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვია ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს, რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა?

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით”,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები