აჭარაში 670 სტუდენტს გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა. მისი თქმით, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 670 პირველკურსელს 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მათ შორის, სწავლის დაფინანსება გაუგრძელდება გასულ სემესტრში დაფინანსებულ 525 სტუდენტს.

„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. გვაქვს დამატებით კიდევ ერთი სიახლე: სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, 670 პირველკურსელ სტუდენტს დაუფინანსდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური. დაფინანსდებიან სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე, დაფინანსდება მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსში შემოტანილი ყველა განაცხადი, კერძოდ, 145 პირველი კურსის სტუდენტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები