ახალუბნისა და მისაქციელის გზების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნისა და მისაქციელის გზების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები, რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, შპს “საგზაო 7”-ის მიერ ხორციელდება და ზაფხულში დასრულდება.
პროექტის მიმდინარეობას ეტაპობრივად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჯერად, სამუშაოები მისაქციელი-ახალუბნის გზაზე მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მის პირველ მოადგილე გივი გიუტაშვილთან ერთად მოინახულა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომაც ამ მიმართულებით სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.