ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 500-მეტრიან მონაკვეთზე, ძველი, ამორტიზებული მილები, ახალი, 800 მმ-იანი მაღალი წნევის მილებით ჩანაცვლდება. აღნიშნული სისტემა კი №3 გადამქაჩ სადგურს დაუკავშირდება.
მიმდინარე სამუშაოები მერმა ლევან ზოიძემ, მერიის შესაბამის სამსახურებთან, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.