კასპში ავარიას 83 წლის ქალი ემსხვერპლა

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას 83 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გზაზე მიმავალ ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები