წალენჯიხის სოფლებში, საჩინოსა და კანთში ხანძარია

წალენჯიხაში ხანძარია, არის საშიშროება, რომ ცეცხლი მეზობელ მუნიციპალიტეტს გადაედოს. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის ვიცე-მერი თამარ ბელქანია ავრცელებს.

“საჩინო, კანთი. ამ წუთებში წალენჯიხაში ხანძარია და არის საშიშროება რომ ცეცხლი მეზობელ მუნიციპალიტეტს გადაედოს.

მოსახლეობას ვთხოვთ მიწის საგაზაფხულოდ მომზადებისას უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაიცვან. ზოგ ადგილას სახანძრო მანქანა ვერ მიდის!“, – წერს თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები