კობა მურადაშვილი დმანისში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე და დასრულების ვადებზე ისაუბრეს.