დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა მელიორაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მელიორაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე ხორხორის, მთისძირის და პანტიანის წყალსაცავის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე მოკვლევა-შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და მერის თანაშემწე თურალ ვალიევი.