ლატვიის რესპუბლიკის აღმასრულებელ დირექტორთა ასოციაციის (LPIA) საბჭოს დელეგაცია საჩხერეს ესტუმრა
ლატვიის რესპუბლიკის აღმასრულებელ დირექტორთა ასოციაციის (LPIA) საბჭოს დელეგაცია საჩხერის მუნიციპალიტეტში მერმა, ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობაა და სამომავლო გეგმებიც თანამშრომლობის ფარგლებში განისაზღვრა.
სტუმრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტულ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა გააცნო.
“2015 წლიდან საჩხერე დამეგობრებულია ვეცუმნიეკის მუნიციპალიტეტთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქებს შორის შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებასაც”, – აღნიშნულია საჩხერის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დავით თორაძის სახელობის საჩხერის სამუსიკო სკოლაში კონცერტს დაესწრნენ. სტუმრები “ციხე მოდინახეზე” იმყოფებოდნენ და ძალოსნობის დარბაზში სპორტსმენებს შეხვდნენ.