კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 143 გამოვლინდა, აჭარაში – 4, იმერეთში – 50

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი,  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  1 636 188-მდე გაიზარდა.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 649 საიდანაც, 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 164, აჭარაში – 11, იმერეთში – 74.

ამასთან,  რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში – 46, აჭარაში – 5, იმერეთში – 9. ხოლო, 1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები