თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი მირიან მაისურაძე ონის მერიამ დააჯილდოვა
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მეორე მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს, მირიან მაისურაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გიორგი ნოდარიშვილმა მირიანს მესამე საპრიზო ადგილის დაკავება მიულოცა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, ყველა წარმატებულ ონელ სპორტსმენს მიღწეული წარმატებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, გადაეცემა ფულადი ჯილდო.
შეგახსენებთ, რომ მირიანმა მიმდინარე წლის მარტის თვეში, ბუდაპეშტში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.