ჭიათურის მერმა ლატვიის დელეგაციას უმასპინძლა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ლატვიის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჭიათურის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ჭიათურაში არსებული ტურისტული პოტენციალის, ბიზნესგარემოს, საჯარო მმართველობის და სამრეწველო რესურსების, ასევე ჭიათურასთან დამეგობრებულ ქალაქ სიგულდასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა კაცხის სვეტი, კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძარი,მღვიმევის დედათა მონასტერი, საბაგიროები და “სიგულდას” სახელობის სკვერი დაათვალიერეს.