სენაკში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს
სენაკში, პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული სამი პირიდან ორს ბრალი უკვე წაუყენეს.
ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ამასთან, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, ძალადობის პროვოცირებაში თავად დაზარალებული პოლიციელია დამნაშავე.
ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით 24 აპრილს სამი პირი დააკავეს. შემთხვევა სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.