მკვლელობა აღდგომის ღამეს – ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს 

ქარელში, სოფელ დირბში, აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. 

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები