ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ლელო ბურთის თამაში მოეწყო

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელო ბურთის თამაში მოეწყო. 

შეჯიბრი ,,ჯვარცმის მინდორზე” ტარდება და მასში  მონაწილეობას ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთივე სოფელი იღებს.

გამარჯვებული გუნდი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება.

ლელო-ბურთს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

,,ლელო-ბურთის ტრადიცია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის და მეტიც, ის კარგა ხანია სახალხო დღესასწაულად იქცა. მიხარია, რომ ამ ძველისძველ სახალხო თამაშს ხალხი არ ივიწყებს და ამდენი მიმდევარი ჰყავს. ჩვენი მხრივ, ვეცდებით, მისი პოპულარიზაციისთვის ყველაფერი გავაკეთოთ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები