საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სკოლის საუკეთესო მკითხველი მოსწავლეები დააჯილდოვა

23 აპრილs, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლის საუკეთესო მკითხველი მოსწავლეები მადლობის სიგელითა და მსოფლიო ატლასის ილუსტრირებული წიგნებით დააჯილდოვა.
“დღეს საერთაშორისო საზოგადოება წიგნის დღეს აღნიშნავს. განათლება არის მთავარი რამ ცხოვრებაში. ამავე დროს, ეს არის ერთადერთი გზა, ქვეყნის წარმატებისკენ და ღირსეული მომავლისკენ სწრაფვის.
ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ სამშობლოს აჩუქოთ, ეს არის სწავლა და წიგნის სიყვარული. მე მჯერა, რომ თქვენი სამომავლო პროფესიული არჩევანითა და განათლებით აუცილებლად გამოადგებით ჩვენს მუნიციპალიტეტს და ვიამაყებ თქვენით”, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები