აგვისტოს ომის გმირს კობა წურწუმიას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა
23 აპრილი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის – კობა წურწუმიას დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ-საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. ის 9 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. კობა მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.