ქუთაისის მერიისგან სააღდგომო ნობათს წელს 4000-მდე ბენეფიციარი მიიღებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათები რიგდება. ქალაქის მერიის სააღდგომო საჩუქარს წელს 4000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

ესენია: სოციალურად დაუცველი ოჯახები, მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა დედები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირებთან მომუშავე ორგანიზაციები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, 100 და მეტი წლის მოქალაქეები, ღვაწლმოსილი და საპატიო მოქალაქეები, „მადლიერების სახლის“ და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები.

კუთვნილი ნობათის აღებას მოქალაქეები შეძლებენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში და „მადლიერების  სახლში“ .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები