გორის მერი უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა და სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა

გორის მერი უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს შეხვდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სურსათი, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა.

გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს გორის მერია ბინის ქირასაც დაუფინანსებს.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, რომ ომი მალე დასრულდება და უკრაინული ოჯახები საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. დღეს დავეხმარეთ მათ საკვები პროდუქტებით და ასევე დავეხმარებით ბინის ქირის გადახდაში“, – აცხადებს ხინჩეგაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები