სამტრედიაში, კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავით ბახტაძემ დაათვალიერა

სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეგობრობის, პირველი, მე-3, მე-4, მე-4 ა, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ჩიხებში ასფალტბეტონის საფარი იგება. აღნიშნულ ადგილებზე კაპიტალური გზა რამდენიმე ათეული წელია არ ყოფილა.

“საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ჩიხებია, ამით ვფიქრობთ ადგილობრივების მთავარი პრობლემა მოგვარდება. მსგავსი სამუშაოები მომავალში ინტენსიურად გაგრძელდება.” დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სამუშაოები მასშტაბურია სამტრედიისთვის, აღნიშნული ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალია”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,ლატექსი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები